ტოტენჰემი, იუვენტუსი, დეიან კულუსევსკი
Aa
Aa

კულუსევსკი: “იტალიიდან წამოსვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“

დეიან კულუსევსკი ამტკიცებს, რომ მისთვის ინგლისში ყველაფერი კარგად მიდის და „იუვენტუსის“ დატოვება სწორი ნაბიჯი იყო.

შვედი შემტევი „ტოტენჰემს“ მიმდინარე წლის იანვარში იჯარის წესით შეუერთდა, ხოლო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „დეზებმა“ კულუსევსკი გამოისყიდეს.

რა თქვა კულუსევსკიმ?

„ზოგჯერ ფეხბურთში ყველაფერი იდეალურად ხდება. ბოლო თვეებში არაფერი შეცვლილა. მე ყოველთვის სრული პასუხისმგებლობით ვეკიდები ნებისმიერ ვარჯიშს და თამაშს. „იუვენტუსში“ რაღაც არ მუშაობდა მიუხედავად იმისა, რომ ცდას არ ვაკლებდი.

წინსვლა მიყვარს. „იუვენტუსში“ ბევრი მიზეზის გამო თავს კარგად არ ვგრძნობდი და როცა ხვდები, რომ რაღაც არ მუშაობს იმ გარემოში ყოფნა ძალიან რთულია. იტალიიდან წამოსვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ინგლისში ყველაფერი გაცილებით კარგად არის მოედანზეც და მის გარეთ. ახლა ყოველთვის მინდა ფეხბურთის თამაში და გამარჯვება.“

როგორც უკვე მოგახსენეთ, კულუსევსკი „ტოტენჰემს“ 2022 წლის იანვარში შეუერთდა. იანვრიდან დღემდე, დეიანმა „დეზების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 29-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
15 მილიონიდან 35 მილიონამდე - ხვიჩას სატრანსფერო ფასი გაიზარდა
15 მილიონიდან 35 მილიონამდე - ხვიჩას სატრანსფერო ფასი გაიზარდა