ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ის არა მხოლოდ ნაპოლის, არამედ საქართველოსაც მიათრევს“ - რუსეთში კვარას ვერ ივიწყებენ

რუსეთში ხვიჩა კვარაცხელიას დაკარგვას ამ დრომდე ვერ ინელებენ. ცნობილი რუსული სააგენტო Championat.com-ი ქართველი ფეხბურთელის შესახებ წერს და „რუბინის“ დატოვების შემდეგ მის მიერ მიღწეულ შედეგებს განიხილავს.

რა წერია სტატიაში:

ცოტა ხნის წინ ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის ვარსკვლავი იყო. გასულ სეზონში, 22 ტურის შემდეგ „რუბინის“ ნახევარმცველი წარმატებული დრიბლინგების კატეგორიაში ტურნირის ლიდერი იყო, ის ამას 52%-ის სიზუსტით ასრულებდა და კლუბს სატურნირო ცხრილში პოზიციებსაც უნარჩუნებდა. ქართველი ფეხბურთელის ბათუმის „დინამოში“ წასვლამ ყაზანელების კოლაფსი წინასწარ განსაზღვრა. ხვიჩას წასვლის შემდეგ, მათ ყველა უახლოეს მდევართან და კონკურენტთან, რამაც სეზონის ბოლოს პირველ ლიგაში დაქვეითება გამოიწვია. კვარაცხელიამ კი სამშობლოში 11 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი ნიჭი მალევე შენიშნეს „ნაპოლიში“ და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

სანახაობრივი ინიციაციის შემდეგ ბევრს გაუჩნდა კითხვა - შეძლებს, თუ არა 21 წლის ფეხბურთელი სწრაფად მოერგოს უმაღლესი დონის ჩემპიონატს? თუმცა, მისი შედეგები უბრალოდ გასაოცარია. სერია A-ს 7 ტურში კვარას 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. მეტიც, მან არა მარტო „ვერონასთან“ (5:2) და „მონცასთან“ (4:0) მოკრძალებულ მატჩებში გამოიჩინა თავი, არამედ „ლაციოსთან“ (2:1) გამარჯვების გოლიც გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის კარგი თამაშის წყალობით, „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის ლიდერია. ასევე, ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაზე, „ლივერპულის“ დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა, მან საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ნიჭით აღფრთოვანებულნი არიან როგორც გულშემატკივრები, ისე კომენტატორები. რუსულენოვანი გადაცემების მაყურებლებს ნამდვილად დაამახსოვრდათ მისი ახალი მეტსახელი - „კვარადონა“.

კვარაცხელია ნამდვილად გახდა „ნაპოლის“ ლიდერი, რასაც საყოველთაო აღიარებაც ადასტურებს. პირველ რიგში, ის იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მოგვიანებით კი იგივე ჯილდო მას სერია A-ს ორგანიზატორებმაც გადასცეს. ქართველმა ნახევარმცველმა საწყისი 4 თამაშის შემდეგ „ნაპოლის“ რეკორდი დაამყარა, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე უნიკალური მიღწევებით გამოიჩინა თავი. „რეინჯერსის“ წინააღმდეგ მან კარში 8-ჯერ დაარტყა, რაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით საუკეთესო მაჩვენებელია. ცალკე, „ლივერპულთან“ თამაშის შემდეგ ხვიჩა უეფამაც გამოარჩია. ორგანიზაციის პრესსამსახურმა სოციალურ ქსელში მისი ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: „კვარაცხელია განსაკუთრებულია“.

კვარადონა არამხოლოდ „ნაპოლიში“ თამაშით იჩენს თავს, არამედ ის ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებსაც მიათრევს. 26 სექტემბერს, მისმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი გამართა გიბრალტართან და 2:1 გაიმარჯვა. 16 ქულით მათ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და B ლიგაში აღზევდნენ. გიბრალტართან მისი პენალტი მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი იყო, ასევე, მან 3 პასიც მიითვალა. ბომბარდირთა რბოლაში ის მხოლოდ ერლინგ ჰოლანდსა და ალექსანდრე მიტროვიჩს ჩამორჩება, რომლებსაც 6-6 გოლი აქვთ. თუმცა, გოლს+ასისტის სისტემით, ის კოსოვოს ნაკრების თავდამსხმელ, ვედატ მურიქისთან ერთად პირველ ადგილზეა. გამოდის, რომ ის გახდა ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ისეთ ფეხბურთელებს აჯობა, როგორებიც არიან მოდრიჩი, რონალდო და მბაპე!

კვარაცხელია 21 წლის ასაკში უკვე ანგრევს ევროპას და კიდევ უფრო დიდ იმედებს იძლევა. წინ კი სეზონის მეორე ნაწილია, რომელიც საშუალებას მოგვცემს მისი პირველი წარმატებები გავაერთიანოთ და შეიძლება უფრო მაგარ შედეგს მივაღწიოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ეს წესი შემოვა, ძალიან გამიხარდება“ - ხვიჩა არაევროკავშირელის სტატუსის მოხსნაზე
„თუ ეს წესი შემოვა, ძალიან გამიხარდება“ - ხვიჩა არაევროკავშირელის სტატუსის მოხსნაზე