ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

მორიგი მარცხი - ამჯერად ბასილაშვილმა ვერდასკოსთან წააგო

საჩოგბურთო სამყაროში სოფიის ღია პირველობა მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდიც 597 000 ევრო გახლავთ. აღნიშნულ ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებდა მონაწილეობას, რომელიც პირველ წრეში გამოცდილ ფერნანდო ვერდასკოს დაუპირისპირდა და ორ სეტში 7:6 3:6 დამარცხდა.

პირველი სეტი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. მერვე გეიმში ქართველმა ჩოგბურთელმა ბრეიკი შეასრულა და სეტზე აწვდიდა, თუმცა ესპანელმა უკუ ბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. საბოლოოდ ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც ფერნანდომ უშეცდომოდ იასპარეზა და 7:1 მოიგო.

მეორე სეტი ბასილაშვილმა არადამაჯერებლად დაიწყო და უკვე მეორე გეიმში თავისი ჩაწოდება დათმო. ამის პარალელურად ვერდასკო უშეცდომოდ თამაშობდა და ნიკოლოზს არაფრის შანსი არ ჰქონდა. მეექვსე გეიმში ყველაფერი შეიცვალა, საქართველოს პირველმა ნომერმა ბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.

სამწუხაროდ, ქართველმა ჩოგბურთელმა ბოლომდე ვერ გაძლო. საქმე ტაი-ბრეიკამდე მიდიოდა, მაგრამ იმ დროს, როდესაც ანგარიში ვერდაკოს სასარგებლოდ 6:5 იყო, ესპანელმა ბრეიკი შეასრულა და მატჩი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები