ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ტოპ 5 მოგერიებიდან 2 მისია - ლა ლიგამ მამარდაშვილი გამოარჩია

ყოველი თვის დასრულების შემდეგ, ლა ლიგა საუკეთესო 5 გოლს და საუკეთესო 5 მოგერიებას ავლენს. გამონაკლისი არც სექტემბერი გახდა. ესპანეთის ჩემპიონატმა საკუთარ არხზე ტოპ 5 მოგერიება გამოავლინა.

გასაკვირი არ არის, რომ ჩამონათვალში გიორგი მამარდაშვილი მოხვდა, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ საუკეთესო 5 მოგერიებაში ქართველი მეკარის ორი „სეივი“ მოხვდა. ორიდან ერთი კი პირველ ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში უკლებლივ ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და „ვალენსიას“ საკუთარი კარგი თამაშით რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.

მამარდაშვილმა 6 მატჩიდან კარი მშრალად 2-ჯერ შეინახა, ხოლო ჯამში 4 გოლი გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანკავას გოლი - სლოვანმა მალა მაკა გაანადგურა
კანკავას გოლი - სლოვანმა მალა მაკა გაანადგურა