რუსეთის ნაკრებისა და ევერტონის ყოფილ მოთამაშეს უკრაინაში საომრად უხმეს
Aa
Aa

რუსეთის ნაკრებისა და ევერტონის ყოფილ მოთამაშეს უკრაინაში საომრად უხმეს

რუსეთის ნაკრებისა და „ევერტონის“ ყოფილმა ნახევარმცველმა დინიარ ბილიალეტდინოვმა ჯარში გაწვევის საბუთი მიიღო.

ამის შესახებ ფეხბურთელის მამამ რინატ ბილიალეტდინოვმა განაცხადა.

„დინიარმა ნამდვილად მიიღო გამოძახება. ემოციებზე საუბარი რთულია, რადგან ის ჯარში არ მსახურობდა, თუმცა მან სამხედრო მომზადება გაიარა, მაგრამ ეს იყო, სპორტული მიკერძოებით. ეს იყო 19 წლის წინ.

კანონი მაინც ამბობს - გამოიძახონ 35 წლამდე, ის კი 37 წლისაა, ამიტომ აქ რაღაც შეუსაბამობაა.

ახლა ის გაარკვევს, სწორია თუ არა ეს გამოძახება, თუ ვადაზე ადრე იყო გაგზავნილი. ყველაფერი შეიძლება იყოს.

თუ იყო საყოველთაო მობილიზაცია, მაშინ კითხვების დასმა საჭირო არ არის. პრეზიდენტმა დაადგინა ნაწილობრივი და არა საყოველთაო, ყველაფერი კანონის შესაბამისად უნდა იყოს“,

- განაცხადა რინატ ბილიადინოვმა.

ნახევარმცველის ბოლო პროფესიონალური კლუბი იყო ლიეტუვური „რიტერაი“, რომელიც მან 2019 წლის დასაწყისში დატოვა. იქამდე ის „ლოკომოტივში“, „სპარტაკში“, „ევერტონში“ და სხვა გუნდებში გამოდიოდა.

ამ სეზონში 37 წლის ბილიალედინოვი რუსეთის სამოყვარულო ლიგაში თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პუტინმა ცოტა ხნის წინ ქვეყანაში მობილიზაცია გამოაცხადა, რადგან რუსებს ომში სამხედროები საკმარისი რაოდენობით აღარ ჰყავთ.

მობილიზების გამოცხადების შემდეგ, რუსეთიდან ხალხის მასობირვი გადინება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოპ 5 მოგერიებიდან 2 მისია - ლა ლიგამ მამარდაშვილი გამოარჩია
ტოპ 5 მოგერიებიდან 2 მისია - ლა ლიგამ მამარდაშვილი გამოარჩია