ლაშა ტალახაძე, კახი კახიაშვილი, გიორგი ასანიძე, ლერი ხაბელოვი, რაფაელ ჩიმიშკიანი
Aa
Aa

ლეგენდარული რაფაელ ჩიმიშკიანი უკანასკნელ გზაზე გააცილეს

ლეგენდარული ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი დღეს დაკრძალეს. ოლიმპიური ჩემპიონის გამოსვენება სახლიდან მოხდა, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად სპორტის სამყაროს წარმომადგენელებიც იმყოფებოდნენ.

ლაშა ტალახაძე - ოლიმპიური ჩემპიონი

გიორგი ასანიძე - ოლიმპიური ჩემპიონი

კახი კახიაშვილი - ოლიმპიური ჩემპიონი

ლერი ხაბელოვი - ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

საქართველოდან ძალოსნობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს 11 გზის რეკორდსმენი, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი რაფაელ ჩიმიშკიანი 25 სექტემბერს გარდაიცვალა.

ცნობისთვის, რაფაელ ჩიმიშკიანი 1923 წლის 23 მარტს თბილისში დაიბადა. მერვე კლასის მოსწავლემ ბესიკის ქუჩაზე № 4 „დინამოს“ დარბაზში პავლე გუმაშიანის ჯგუფში დაიწყო ვარჯიში. იმ დროს ამ დარბაზში ვარჯიშობდნენ ისეთი სახელოვანი ძალოსნები, როგორებიც იყვნენ საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები — მოისეი კასიანიკი, ვლადიმერ სვეტილკო და მამია ჟღენტი.

სამი თვის ვარჯიშის შემდეგ საკავშირო პირველობაზე ქალაქ გორკში გაემგზავრა. მის წონაში სამ ათეულზე მეტი ძალოსანი გამოდიოდა, რომელთა შორის მე-9 ადგილი დაიკავა.

1948 წლის მიწურულს ლენინგრადში საკავშირო ჩემპიონატზე სახელოვან სპორტსმენებს — ევროპის მაშინდელ ჩემპიონ ივან აზდაროვსა და საკავშირო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულ დიმიტრი დონსკოის აჯობა და მჩატე წონაში (56 კგ) პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.

ასევე, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ჰელსინკში მსოფლიო რეკორდით მოიგო: სამჭიდის ჯამში 337,5 კგ დაძლია. 1952–1957 წლებში 10-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი: სამჭიდში 5-ჯერ, ატაცში — 3-ჯერ, აკვრაში — 2-ჯერ.

1955 წლის ივნისში, მოსკოვში საბჭოთა კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო ძალოსანთა ნაკრები გუნდების შეხვედრა გაიმართა. თავის წონით კატეგორიაში (60 კგ) 340 კგ დაძლია და მეტოქე დაამარცხა.

რაფაელ ჩიმიშკიანი  ძალოსნობაში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯიც იყო. დასახელებულია საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ძალოსნად. 2003 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

2021 წლის 23 მარტს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ძალოსნობაში საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონის რაფაელ ჩიმიშკიანის სახელობის თბილისის ღია პირველობა დაარსდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჩემზე დასარტყმელად გაიწია“ - წულუკიანის სკანდალური განცხადება
“ჩემზე დასარტყმელად გაიწია“ - წულუკიანის სკანდალური განცხადება