ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარაცხელიას მე-5 გოლი სერია ა-ში - ნაპოლის გამარჯვება ტორინოსთან

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მორიგი გოლი გაიტანა. ამჯერად, სერია ა-ს მერვე ტურში, „ტორინოს“ შეუგდო. 37-ე წუთზე ზელინსკის პასის შემდეგ კვარაცხელიამ სწრაფი კონტრშეტევა განავითარა და გოლით დაასრულა. ხვიჩას გოლით ანგარიში 3:0 გახდა.

ლუჩიანო სპალეტიმ ქართველი გარემარბი 81-ე წუთზე შეცვალა, თამაშში ელმასი ჩაერთო.

საბოლოოდ, შეხვედრა „ნაპოლიმ“ 3:1 მოიგო. ნეაპოლური გუნდის მხრიდან გოლები ზამბო ანგისასა (2) და ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა. საპასუხო გოლი ანტონიო სანაბრიამ გაიტანა.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 8 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 5 გოლი, 1 საგოლე პასი და 1 გამომუშავებული პენალტია.

„ტორინოსთან“ მატჩის დაწყებამდე ხვიჩა კვარაცხელიას სერია ა-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს. გამოკითხვა, რომელიც იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ ჩაატარა, ქართველმა ფეხბურთელმა დამაჯერებლად მოიგო. მან ხმათა 69 პროცენტი მიიღო.

 

ამ ეტაპზე ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე მარკო არნაუტოვიჩია, მის ანგარიშზე 6 გოლია. ჩირო იმობილე და ხვიჩა კვარაცხელია 5-5 გოლით მეორე პოზიციას იკავებენ.

„ნაპოლიმ“ სერია ა-ს საწყის 8 ტურში 20 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა. მეორე პოზიციას „ატალანტა“ 17 ქულით იკავებს.„ფიორენტინასთან“ გამარჯვების შემთხვევაში „ატალანტა“ „ნაპოლის“ ქულით გაუთანაბრდება.

სერია ა-ს მეცხრე ტურში „ნაპოლი“ ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ შეხვდება. აღნიშნული შეხვედრა 9 ოქტომბერს, „კრემონაში“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რისკის ზღვარზე, მაგრამ ეფექტურად თამაშობს“ - რანიერი ხვიჩაზე
„რისკის ზღვარზე, მაგრამ ეფექტურად თამაშობს“ - რანიერი ხვიჩაზე