იუვენტუსი, მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

ალეგრი: “იუვე ხვალ ახალ სეზონს იწყებს“

ტურინის „იუვენტუსში“ მძიმე სიტუაციაა. დირექტორთა საბჭოს და გულშემატკივრების ნაწილი ალეგრის გადადგომას ითხოვს. ჯერჯერობით, იტალიელი სპეციალისტის სკამი ურყევია. სერი ა-ს მორიგ ტურში იუვე „ბოლონიას“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, ალეგრიმ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

რა თქვა ალეგრიმ?

„ხვალიდან ახალი სეზონი იწყება. არ გვავიწყდება, რომ პირველმა თვემ ცუდად ჩაიარა. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. 9 თამაშიდან 3 წავაგეთ, 4 ფრედ ვითამაშეთ და მხოლოდ ორი მოვიგეთ. კარგად უნდა გვესმოდეს რა სიტუაციაში ვართ.

ხვალ ჩვენ „ბოლონიას“ ვხვდებით, რომელმაც „ემპოლისთან“ წაგება არ დაიმსახურა. ვცდილობთ, დაუღალავი შრომით „იუვენტუსი“ გამარჯვების გზაზე დავაბრუნოთ. არის მომენტები, როდესაც ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ საპირისპიროც ხშირად ხდება. მზად უნდა ვიყოთ, რომ ყველაფერი წესრიგში ჩადგეს.

სიტუაციის გამოსასწორებლად საკმარისი დრო გვაქვს, როგორც სერია ა-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. საბედნიეროდ, ფეხბურთი ასეთია - დროს ყოველთვის გაძლევს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ფეხბურთელებთან და ხელმძღვანელობასთან ერთად ყველა პრობლემა განვიხილეთ და ერთმანეთს იდეები გავუზიარეთ. მთავარია, რომ მოულოდნელი პრობლემებისთვის საპასუხო რეაქცია მზად გვქონდეს. ეს არ არის პირველი ცუდი პერიოდი, რომელიც „იუვენტუსში“ ხდება. ერთად ყველაფერს დავძლევთ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: ბენზემა მწყობრშია და ოსასუნასთან სასტარტოში იქნება
ანჩელოტი: ბენზემა მწყობრშია და ოსასუნასთან სასტარტოში იქნება