ლივერპული, ბრაიტონი, ტროსარი
Aa
Aa

ტროსარის ჰეთ-თრიკი - ბრაიტონმა ლივერპულს ქულები წაართვა

„ლივერპულის“ წარუმატებლობა გრძელდება. პრემიერ ლიგის მორიგ ტურში მერსისაიდელებმა „ბრაიტონს“ უმასპინძლეს და მორიგი ქულები დაკარგეს. შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა. კლოპის გუნდს პირადად ლეანდრო ტროსარმა არ მოაგებინა.

პირველი ტაიმი მეტნაკლებად თანაბარ პირობებში წარიმართა. ბურთს უფრო ხშირად მასპინძლები აკონტროლებდნენ და „ბრაიტონმა“ საკუთარი თამაში კონტრ-შეტევებზე ააწყო. ამ ტაქტიკამ კი გაამართლა.

შეხვედრის მე-4 წუთზე ტროსარმა ანგარიში გახსნა. მე-18 წუთზე კი ბელგიელმა თავდამსხმელმა დუბლი გაიფორმა. მერსისაიდელები, რა თქმა უნდა, მარცხს არ ეგუებოდნენ და გააქტიურდნენ. 33-ე წუთზე ფირმინომ ერთი ბურთი გაქვითა და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.

მეორე ნახევარში „ლივერპული“ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა და „ქამბექი“ შეასრულა. 54-ე წუთზე ფირმინომ დუბლი გაიფორმა და წონასწორობა აღადგინა. 63-ე წუთზე ვებსტერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და კლობის შეგირდები დაწინაურდნენ.

„ბრაიტონი“ წაგებაზე არ ფიქრობდა, რომ და ტროსარმა 83-ე წუთზე მესამე გოლი გაიტანა. საბოლოო შედეგი - 3:3.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, „ლივერპულს“ 10 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებს. „ბრაიტონი“ კი 14 ქულით მეოთხე პოზიციაზე მოგვევლინა. მომავალ ტურში მერსისაიდელები გათამაშების ლიდერს „არსენალს“ ესტუმრებიან, რომელმაც თავის მხრივ „ტოტენჰემი“ 3:1 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალეგრი: “იუვე ხვალ ახალ სეზონს იწყებს“
ალეგრი: “იუვე ხვალ ახალ სეზონს იწყებს“