ნაპოლი, ტორინო, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

“მცველების თავის ტკივილი გახდა“ - OneFootball ხვიჩაზე წერს

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მორიგ ტურშიც გაიბრწყინა. ქართველმა ფეხბურთელმა „ტორინოს“ კარია აიღო და მსოფლიო პრესა აალაპარაკა. სპორტული გამოცემა OneFootball „ჯვაროსნების“ შემტევზე წერს.

OneFootball:

„ნეაპოლში შესანიშნავი სპექტაკლების და გოლების ფონზე ახალი ვარსკვლავი იბადება. გულშემატკივრები ყოველდღიურად ადევნებენ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს და გაოცებას არ მალავენ. მისი სახელი დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე კიდევ ერთხელ „ტორინოს“ წინააღმდეგ აჟღერდა.

აპრილში დე ლაურენტისმა ყველას გააგებინა, რომ ხვიჩა კვარაცხელია შეიძინა. ქართველი ფეხბურთელის ნიჭი იმდენად აშკარა იყო, რომ პრეზიდენტმა მაქსიმალურად სწრაფად განახორციელა ტრანსფერი. საბოლოოდ, დრომ დაამტკიცა, რომ აურელიო მართალი იყო.

21 წლის ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონი სერია ა-ში 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც ყველას დაანახა თავისი ძალები. ახლა „ნაპოლი“ ისეთ ჯგუფს ლიდერობს, სადაც თავმოყრილნი „ლივერპული“ და „აიაქსი“ არიან. კვარაცხელია სერია ა-ში მცველების თავის ტკივილი გახდა.“

 

ხვიჩას გოლი „ტორინოს“ კარში

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სტრატოსფეროდანაა“ - სპალეტიმ ხვიჩაზე ისაუბრა
„სტრატოსფეროდანაა“ - სპალეტიმ ხვიჩაზე ისაუბრა