ბორდო, ზურიკო დავითაშვილი, დავიდ გიონი
Aa
Aa

ბორდოს მწვრთნელი: “ზურიკო კარგ ფორმაში დაბრუნდა“

სანაკრებო პაუზა დასრულდა და საფეხბურთო სამყაროში საკლუბო ფეხბურთის ჯერი დადგა. ჩემპიონატები განახლდა და გამონაკლისი არც საფრანგეთის ლიგა 2 გახლავთ. მომდევნო ტურში „ბორდო“ „ლავას“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ, „ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გიონმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა გიონმა?

„სანაკრებო პაუზის დროს, ჩვენ ამხანაგური მატჩი „კლერმონის“ წინააღმდეგ გავმართეთ. ეს ტემპის შენარჩუნების გამო გავაკეთე. ასევე, გამოვცადეთ გარკვეული ტაქტიკური ასპექტები და შანსი ახალგაზრდებს მივეცი. მომავალ ტურში ინტენსიური აქტივობა მჭირდება.

შევაფასე კოლექტივი, თუ როგორ ფორმაშია. სტიანი და ზურიკო კარგ ფორმაში დაგვიბრუნდნენ. „ლავალთან“ მატჩში სრული შემადგენლობა მყავს და არავინ მაკლია. გუნდში პოზიტიური გარემოა.“

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 2-ში უკვე 9 ტური ჩატარდა და „ბორდო“ 17 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, ქართველი ფეხბურთელი ფრანგულ კლუბში სულ ცოტა ხნის წინ ჩაირიცხა და ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც გულშემატკივრებს თავი გატანილი გოლით დაამახსოვრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოთარ კაკაბაძის მაგარი საგოლე გადაცემა - კრაკოვიამ წარუმატებელი სერია შეწყვიტა
ოთარ კაკაბაძის მაგარი საგოლე გადაცემა - კრაკოვიამ წარუმატებელი სერია შეწყვიტა