თემურ ქეცბაია
Aa
Aa

„უელსს მაგარი გუნდი ჰყავდა, მაგრამ მოვუგეთ“ - ქეცბაიამ ძველი ამბები გაიხსენა

კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გადაცემაში „ნოესთან“ საინტერესო თემებზე ისაუბრა. მისი აზრით 90-იან წლებში ერთა ლიგის ფორმატი რომ ყოფილიყო, საქართველოს ეროვნული ნაკრები დიდ საფეხბურთო ფორუმზე ითამაშებდა. ქეცბაიას თქმით, 90-იან წლებში, ევროპული ფეხბურთის დიდ გუნდებთან კონკურენციისთვის საქართველოს ნაკრებს შესაბამისი რესურსი არ ჰქონდა, თუმცა ერთა ლიგის ფორმატში გამოსვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები დიდ წარმატებას მიაღწევდა.

„ნიუკასლის'' ყოფილი ფორვარდი კარიერის საწყის პერიოდსაც იხსენებს, როცა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში უსამართლოდ მოექცნენ.

შეგახსენებთ, ევრო 1996-ის შესარჩევ ციკლში, ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა თბილისში უელსი 5:0 გაანადგურა. ამ მატჩში თემურ ქეცბაიამ დუბლი შეასრულა. მის გარდა გოლები გიორგი ქინქლაძემ, გოჩა გოგრიჭიანმა და შოთა არველაძემ გაიტანეს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მცველების თავის ტკივილი გახდა“ - OneFootball ხვიჩაზე წერს
“მცველების თავის ტკივილი გახდა“ - OneFootball ხვიჩაზე წერს