ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ნიკა კვეკვესკირი
Aa
Aa

„ეს წარმატება კარგი სინთეზის შედეგია“ - კვეკვესკირი ეროვნულ ნაკრებზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ნიკა კვეკვესკირმა გიბრალტართან მოგებული მატჩის შემდეგ CrystalSport-თან ისაუბრა. ერთ-ერთი კითხვა თაობებს შორის განსხვავებას ეხებოდა, თუ როგორია ზოგადი სურათი და რა განასხვავებს მის თაობასა და კვარაცხელია-დავითაშვილის თაობას ერთმანეთისგან.

ნიკა კვეკვესკირი: „ვიცი, რაც გინდა გიპასუხო, მაგრამ მაგას არ გიპასუხებ. არ მგონია, რომ დიდი სხვაობა იყოს. ზოგადად, მგონია, რომ ყველა თაობას ინდივიდუალები ქმნიან და ინდივიდუალები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. მგონია, რომ მე განვსხვავდები ჩემი თაობის სხვა ფეხბურთელებისგან, სხვა ადამიანებისგან. ზუკა და კვარაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მე პირადად ასე მგონია. თუ ის გაინტერესებთ, რატომ არის ასეთი კარგი შედეგი ამ ახალი თაობის წამოსვლის შემდეგ, მგონია, რომ ნაკრებში მყოფი უფროსი თაობისა და ახალგაზრდების კარგი სინთეზის შედეგია ეს ყველაფერი“.

 

ვილი სანიოლის ფორმაციის საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გიბრალტართან მოგებული მატჩის შემდეგ რეკორდი დაამაყარა. ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 11-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა: „ეს მაქსიმუმი არაა, უფრო მეტი უნდა გავაკეთო“
ხვიჩა: „ეს მაქსიმუმი არაა, უფრო მეტი უნდა გავაკეთო“