მესის მე-60 გოლი ჯარიმიდან - რონალდუს 2-ით უსწრებს, როგორია სრული სია?
ლიგა 1-ის მე-9 ტურში პსჟ-მ „ნიცას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ანგარიში ულამაზესი ჯარიმით ლეო მესიმ გახსნა, რომლისთვის ესა საფრანგეთის ჩემპიონატში გატანილი პირველი სტანდარტი იყო.
ლეოსთვის ეს კარიერაში მე-60 გატანილი ჯარიმა გახლავთ. არგენტინელი კრიშტიანუ რონალდუს 2-ით უსწრებს.
რაც შეეხება ყველა დროის საუკეთესოთა სიას, მესიმ ამ ჯარიმით ლეგენდარულ როჟერიო სენის და მარსელინიო კარიოკას გაუსწრო, რონალდ კუმანს კი გაუთანაბრდა.
ლეო და კუმანი სიაში მე-8 ადგილზე იმყოფებიან.
მესის პსჟ-ს რიგებში მიმდინარე სეზონში, ამ მომენტისთვის 12 შეხვედრაში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემა აქვს.
საუკეთესო „სნაიპერთა“ სია ასე გამოიყურება:
1) ჟუნინიო პერნამბუკანო - 77
2) პელე - 70
3) ვიქტორ ლეგროტალიე - 66
4) რონალდინიო - 66
5 ) დევიდ ბექჰემი - 65
6) დიეგო მარადონა - 62
7) ზიკო - 62
8) მესი და კუმანი - 60