პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლა: არის თუ არა მანჩესტერის გაწვრთნა ყველაზე რთული სამუშაო?

პეპ გუარდიოლამ უპასუხა კითხვას, არის თუ არა ყველაზე რთული სამუშაო ფეხბურთის სამყაროში „მანჩესტერ იუნაიტედის“ გაწვრთნა.

„არ ვიცი. წარმოიდგინეთ, რომ მართავ მანჩესტერ იუნაიტედს, რომელმაც ახლახან მოიგო მესამე ჩემპიონთა ლიგა და მესამე პრემიერ ლიგა ზედიზედ. შენთვის უფრო რთული იქნებოდა. ახლა გუნდის საშუალო შედეგები დაბალია, გასული სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდნენ. საკმარისია კარგი შედეგის ჩვენება - და ეს უკვე უკეთესია, ვიდრე იყო.

მაგრამ, საბოლოო ჯამში, მთავარია, რამდენ დროს უთმობს მენეჯმენტი მწვრთნელს. შედეგები ამბის ნაწილია, მაგრამ კლუბმა ასევე უნდა მიხედოს, როგორ ვარჯიშობენ ფეხბურთელები, როგორ იქცევიან გასახდელში და პრესასთან. თუ კლუბს სჯერა იმის, რასაც მწვრთნელი აკეთებს, თქვენ მას დრო უნდა დაუთმოთ. ფეხბურთს, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს ცხოვრებაში, დრო სჭირდება, რომ ფორმა მიიღოს.

თუ მუდმივად შეცვლით მოთამაშეებს და მწვრთნელებს, ეს ბევრად უფრო რთული იქნება. ყველა ის მწვრთნელი, ვინც ალექს ფერგიუსონის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობდა, ცუდი სპეციალისტია? არა რა თქმა უნდა. მაგრამ არ ვიცი, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, ამ კლუბთან არანაირი შეხება არ მაქვს. თუ ტენ ჰაგი წარმატებას მიაღწევს, მით უკეთესი მანჩესტერ იუნაიტედისთვის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესის მე-60 გოლი ჯარიმიდან - რონალდუს 2-ით უსწრებს, როგორია სრული სია?
მესის მე-60 გოლი ჯარიმიდან - რონალდუს 2-ით უსწრებს, როგორია სრული სია?