კრივის საერთაშორისო ასოციაციის გადაწყვეტილებას IOC შეისწავლის
Aa
Aa

კრივის საერთაშორისო ასოციაციის გადაწყვეტილებას IOC შეისწავლის

კრივის საერთაშორისო ასოციაციამ (IBA) მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო - რუსს და ბელარუსს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებზე ეროვნული დროშით და ჰიმნით გამოსვლის უფლება დართო.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვებაზე IBA-ს გადაწყვეტილებას IOC-ის აღმასრულებელი საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს.

25 სექტემბერს გამართულ IBA-ს რიგგარეშე კონგრესის დელეგატებმა ასოციაციის ხელმძღვანელის არჩევნების ხელახალ ჩატარებაზე უარი განაცხადეს და სრული ნდობა გამოუცხადეს მაისში, სტამბოლის კონგრესზე ახალი ვადით არჩეულ პრეზიდენტს, რუს უმარ კრემლევს.

5 ოქტომბერს IBA-მ რუს და ბელარუსს მოკრივეებზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა და მათ საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფო დროშით და ეროვნული ჰიმნით ასპარეზობის უფლება მისცა.

IOC-სა და მსოფლიო კრივის მმართველ ორგანოს შორის დავა კარგა ხანია გრძელდება. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა IBA-ს (მაშინ - AIBA) უფლებამოსილება 2019 წელს შეუჩერა ორგანიზაციის მმართველობასთან, ფინანსებთან, მსაჯობასთან და დოპინგთან დაკავშირებული სადავო თუ საეჭვო ფაქტების გამო. იმავდროულად, კრივის საერთაშორისო ასოციაციას ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე მოკრივეთა ტურნირის ჩატარების უფლება ჩამოერთვა.

ტოკიოს ოლიმპიურ რინგზე მიკრივეთა ასპარეზობებს IOC-ის სპეციალური კომისია ხელმძღვანელობდა. ასევე იქნება პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
25 წლის მოკრივე ნოკაუტით დამარცხდა და 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა
25 წლის მოკრივე ნოკაუტით დამარცხდა და 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა