ნიკოლოზ ბასილაშვილი, დანილ მედვედევი
Aa
Aa

მარცხი ერთ საათში - ბასილაშვილმა მედვედევთან წააგო

საჩოგბურთო სამყაროში ვენის 500 ქულიანი კატეგორიის ტურნირი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილიც იღებდა. პირველივე წრეში, ქართველი ჩოგბურთელი დანილ მედვედევს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 2:6 2:6 დამარცხდა. მატჩი 1 საათი და 1 წუთი გრძელდებოდა.

რუსმა ჩოგბურთელმა უპირატესობა ძალიან მალე მოიპოვა. თავისი ჩაწოდება მოიგო, ხოლო შემდეგ ბრეიკი შეასრულა. ბასილაშვილს მედვედევის ჩაწოდებაზე არცერთი ბრეიკ პოინტი არ ჰქონდა. იმ დროს, როდესაც ანგარიში 5:2 იყო, დანილმა კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და სეტი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

სიტუაცია არც მეორე სეტში შეიცვალა. ქართველი ჩოგბურთელი მეოთხე გეიმში გატყდა და საკუთარი ჩაწოდება დათმო. მედვედევი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა, რაც საბოლოო შედეგზე აისახა. რუსმა კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და მეორე სეტიც იდენტური ანგარიშით მოიგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველმა ჩოგანმა 2-წლიანი სასამართლო პროცესი გამარჯვებით დაასრულა. ნიკოლოზ ბასილაშვილს მისი ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებდა, თუმცა საბოლოოდ ვერაფერი დაუმტკიცა. ცნობისთვის, ამ მომენტისთვის ნიკოლოზი ATP რეიტინგში 94-ე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წყვილთა თანრიგი - ბოლქვაძე ტრნავის ჩემპიონია
წყვილთა თანრიგი - ბოლქვაძე ტრნავის ჩემპიონია