ვასილი ლომაჩენკო
Aa
Aa

ლომაჩენკო უკრაინის არმიიდან დაბრუნდა და ორტისი დაამარცხა

ნიუ იორკ სქვეარ გარდენში მსუბუქი წონით კატეგორიაში საინტერესო ბრძოლა შედგა - მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი უკრაინელი ვასილი ლომაჩენკო ჯემაინ ორტისს დაუპირისპირდა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა, ლომაჩენკო უკრაინის არმიაში მსახურობდა. ორტისთან ბრძოლისთვის ის არმიიდან დაბრუნდა და მოემზადა.

ლომაჩენკოს კარიერული სტატისტიკა ამ ბრძოლამდე 17 გამარჯვება და 2 მარცხი იყო, ორტისის კი 16-1-1.

რაც შეეხება ბრძოლას, უკაინელი მეტოქეზე აშკარად უკეთესი იყო და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით 115-113,116-112,117-111 გაიმარჯვა.

ამრიგად, ლომაჩენკოს აქვს შესაძლებლობა კვლავ იბრძოლოს აბსოლუტური ჩემპიონობისთვის. ამჟამად მსუბუქი წონის დივიზიონის ტახტზე დევინ ჰეინი იმყოფება, რომელიც ჯერჯერობით დაუმარცხებელია და WBA, WBC, IBF, WBO ქამრებს ფლობს.

მოსალოდნელია, რომ მომდევნო ბრძოლა სწორედ ლომაჩენკოსა და ჰეინის შორის უნდა შედგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“თუ შენ არ ჩერდები, მე გაგაჩერებ“ - დოლიძე გამარჯვების შემდეგ
“თუ შენ არ ჩერდები, მე გაგაჩერებ“ - დოლიძე გამარჯვების შემდეგ