ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

ნოლეს ღირსეული ჟესტი - ასაკოვან ქალბატონს ბარგის გადატანაში დაეხმარა

მსოფლიო რეიტინგის მე-7 ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა სპორტული სამყაროს ქება დაიმსახურა. ამის მიზეზი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოა, რომელზეც ჩანს, პარიზში მყოფი სერბი ჩოგბურთელი ასაკოვან ქალბატონს როგორ ეხმარება.

თვითმხილველის მიხედვით, ნოვაკი პარიზის ერთ-ერთ პარკში დარბოდა, როცა ასაკოვანი ქალბატონი შენიშნა, რომელსაც მძიმე ბარგი ჰქონდა. ჯოკოვიჩმა მას ერთი ჩემოდანი გამოართვა და მის გადატანაში დაეხმარა.

სერბი ლეგენდის ჟესტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ერთმა გულშემატკივარმა იხუმრა კიდეც: „თქვენი ბარგი მძიმეა? შეგიძლიათ, ნოვაკ ჯოკოვიჩის იმედი გქონდეთ“. „ნოვაკი ძალიან თავმდაბალი ადამიანია. ეს კადრები გამვლელმა შემთხვევით დააფიქსირა და ვინ იცის, ჯოკო რამდენ ასეთ სიკეთეს აკეთებს, რაც კამერების მიღმა რჩება“, - დასძინა მეორემ.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკი პარიზის მასტერსზე იასპარეზებს და მისი პირველი მეტოქის ვინაობა რამდენიმე საათში გაირკვევა. სერბი ჩოგბურთელი დიეგო შვარცმანსა და მაქსიმ კრესის შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანური გამოცემა: „ვალენსია მამარდაშვილის შემცვლელზე ფიქრობს და დე ხეა სურს“
ესპანური გამოცემა: „ვალენსია მამარდაშვილის შემცვლელზე ფიქრობს და დე ხეა სურს“