ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ეს არ იყო უბრალო შეხება, პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა“ - ყოფილი მსაჯი კვარა-კონატეს ეპიზოდზე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ლივერპულს“ დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა. ნეაპოლიტანელთა კარში გოლები 85-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა და მსაჯის მიერ დამატებულ მე-8 წუთზე დარვინ ნუნეშმა გაიტანეს.

ანგარიშის მიუხედავად, შესაძლებელი იყო, რომ სცენარი სხვაგვარადაც წარმართულიყო. მატჩის სტარტზე, პირველი ტაიმის მე-8 წუთზე „ლივერპულის“ საჯარიმოში იბრაჰიმა კონატესთან ბრძოლის დროს ხვიჩა კვარაცხელია წაიქცა და პენალტს ითხოვდა, თუმცა აღნიშნული ეპიზოდი შეხვედრის მთავარმა მსაჯმა უყურადღებოდ დატოვა და ვიდეო-გამეორებაზეც არ გადაამოწმა.

ამ ეპიზოდს მედიაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმებას იმსახურებდა. NapoliMagazine.com-ზე ვეტერანი იტალიელი მსაჯის, გრაციანო ჩეზარის კომენტარი ვრცელდება.

რას ამბობს ჩეზარი:

ეს არ იყო უბრალო მხრის მხარზე შეხება. კონატე აშკარად ზურგის უკანა ნაწილზე მიდის და ასეთი ეპიზოდები ხშირად თერთმეტმეტრიანებით სრულდება. კვარა სისწრაფეში იყო და მოძრაობდა, არ შეიძლება ასე შეხება. მინიმუმ VAR-ი უნდა ჩარეულიყო, ეს ეპიზოდი მეტ ყურადღებას იმსახურებდა.

ცნობისთვის, „ნაპოლისთვის“ ეს მარცხი მიმდინარე სეზონში პირველი იყო. ამის მიუხედავად, სკაპალეტის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მაინც პირველ ადგილზე დაასრულა და ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

ნეაპოლიტანელებს მომდევნო მატჩი 5 ნოემბერს, სტუმრად „ატალანტას“ წინააღმდეგ ელით. მატჩი საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან სწრაფია, ბრწყინვალე მოთამაშეა“ - კლოპი კვარაცხელიაზე
„ძალიან სწრაფია, ბრწყინვალე მოთამაშეა“ - კლოპი კვარაცხელიაზე