მანუელ ნოიერი
Aa
Aa

მანუელ ნოიერი: „კანის სიმსივნე მქონდა, 3 ოპერაცია დამჭირდა“

„ბაიერნის“ მეკარემ, მანუელ ნოიერმა საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელებში გერმანელი გოლკიპერის განცხადება გავრცელდა და ნოიერმა BILD-თან საუბრისას აღნიშნა, რომ კანის სიმსივნე ჰქონდა.

„სახის კანის სიმსივნე მქონდა და მის სამკურნალოდ 3 ოპერაციის გაკეთება დამჭირდა“, - განაცხადა „რეკორდმაისტერის“ კარის დარაჯმა.

სიმსივნესთან ბრძოლის შემდეგ, ნოიერმა გერმანელ ჩოგბურთელთან, ანჟელიკა კერბერთან თანამშრომლობა დაიწყო და მზისგან დამცავზე მუშაობს, რომელიც მისი მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებისთვისაა აუცილებელი. BILD-ის ცნობით, სიმსივნე პირველად 2021 წელს გამოჩნდა.

სიმსივნესთან ბრძოლა რომ მარტივი არაა, ეს ყველამ ვიცით. ნოიერმა ეს რთული პერიოდი ისე გადაიტანა, საზოგადოებისთვის არაფერი უთქვამს და პარალელურად, უმაღლეს დონეზე თამაშს განაგრძობდა, რაც გმირობის ტოლფასია. შეგახსენებთ, რომ მანუელი „რეკორდმაისტერის“ ღირსებას 2011 წლიდან იცავს. მიუნხენური კლუბის რიგებში, იგი გერმანიის ჩემპიონი 10-ჯერ გახდა და ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოიგო, 2014 წელს კი, გერმანიის ნაკრებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები