იუვენტუსი, ფედერიკო კიეზა
Aa
Aa

კარგი ამბავი - კიეზა პსჟ-სთან განაცხადში მოხვდა

ზუსტად 1 თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ 271-დღიანი პაუზის შემდეგ, ფედერიკო კიეზამ ბურთთან ერთად ვარჯიში განაახლა. იტალიელმა შემტევმა დატვირთვა ნელ-ნელა გაზარდა და ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობასთან ერთად აქტიურად ვარჯიშობდა.

ტურინულ კლუბს ბოლო პერიოდში საშინელი შედეგები აქვს და დადებითი „იუვენტუსის“ გარშემო არაფერი ხდება, თუმცა დღეს სიტუაცია შეიცვალა. „ბებერი ქალბატონის“ ოფიციალური საიტის გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, გულშემატკივრები კარგ ხასიათზე დადგნენ.

„ბიანკონერი“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „პარი სენ ჟერმენს“ მასპინძლობს. 18-კაციან განაცხადში ფედერიკო კიეზა მოხვდა. საჭიროების შემთხვევაში ახალგაზრდა იტალიელი მინდორზე გამოვა და საკუთარი გუნდის დახმარებას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ კიეზამ ტრავმა 2022 წლის 10 იანვარს „რომას“ წინააღმდეგ მიიღო. ფედერიკომ ჯვარედინი მყესები დაიზიანა და ამის გამო ძალიან ბევრი მატჩი გამოტოვა. ასევე გეტყვით, ტრავმირებულია პოლ პოგბა, რომელიც ტურინულ გრანდს მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოუენ ჰარგრივზი ხვიჩაზე: „საოცარია ამ ასაკში ამ დონეზე რომ თამაშობს“
ოუენ ჰარგრივზი ხვიჩაზე: „საოცარია ამ ასაკში ამ დონეზე რომ თამაშობს“