რეალი, პეპ გუარდიოლა, ტონი კროოსი
Aa
Aa

კროოსი: “გუარდიოლა ჩემი სათამაშო სტილისთვის იდეალურია“

იქამდე, სანამ მადრიდის „რეალი“ „სელტიკს“ დაუპირისპირდებოდა, ტონი კროოსმა ესპანურ მედიასთან სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე მოასწრო საუბარი.

რა თქვა კროოსმა?

„თუ თქვენ მადრიდის „რეალზე“ მკითხავთ, მე აუცილებლად ფლორენტინო პერესზე გაგესაუბრებით. ის არის ადამიანი, რომელმაც მე აქ მომიყვანა და პირველი დღიდან უდიდეს სიყვარულს გამოხატავს. არ მახსენდება, რომ მასთან რაიმე პრობლემა მქონოდა. ჩვენ ყოველთვის გულწრფელები ვიყავით. პერესი გამუდმებით მიცავს და მენდობა. ეს არის ის, რაც ფეხბურთელს სჭირდება.

პეპ გუარდიოლა ბოლო დღემდე იბრძოდა იმისთვის, რომ მე „ბაიერნში“ დავრჩენილიყავი. თუ უნდა ავირჩიო მწვრთნელი, რომელიც იდეალური იქნება ჩემი სათამაშო სტილისთვის, მე აუცილებლად გუარდიოლას ავირჩევ. მასთან გატარებული 1 წლით ძალიან ვისიამოვნე და ბევრად გავუმჯობესდი.

კაზემიროს წასვლით, იმედგაცრუებული ვიყავი. ჭორები ორი დღით ადრე გაჩნდა, მაგრამ ასე ხშირად ხდება და საბოლოოდ არ მართლდება. როდესაც კაზემ მითხრა, რომ სიმართლე იყო მოვიწყინე. იმ წამსვე ჩვენი ერთად გატარებული წლების გახსენება დავიწყე.“

კროოსი „რეალში“

გერმანელი ნახევარმცველი მადრიდულ გრანდს 2014 წლის ზაფხულში „ბაიერნიდან“ შეუერთდა. „ბლანკოსმა“ მასში 25 მილიონი ევრო გადაიხადა. 2014 წლიდან დღემდე, კროოსმა „სამეფო კლუბის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 381-ჯერ მოირგო, 25 გოლი გაიტანა და 86 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამოსი: ნაკრებში დაბრუნებაზე ვოცნებობ
რამოსი: ნაკრებში დაბრუნებაზე ვოცნებობ