მილანი, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

“კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით“ - პიოლი ზალცბურგის დამარცხების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „მილანმა“ „ზალცბურგი“ 4:0 დაამარცხა და ამით ყველანაირი ინტრიგა მოკლა. ავსტრიული კლუბის გამარჯვების შემთხვევაში, „როსონერი“ ჯგუფში რჩებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. შეხვედრის შემდეგ, სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.

პიოლი:

„ასეთ ღამეები არის ის, რაზეც ვოცნებობთ. გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ წინა სეზონთან შედარებით წელს ჩემპიონთა ლიგაზე უკეთესები ვიყავით. ჩვენ ამბიციურები ვართ და ვნახოთ რა მოხდება შემდეგ. ეს ჯერ კიდევ გრძელი გზაა. ეს ჩვენი გზის ნაწილია და ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ.

მიუხედავად დაფიქსირებული ანგარიშისა, „ზალცბურგმა“ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ეს არის ახალი პროექტი, რომელსაც საკმაოდ დიდი მომავალი აქვს. ჯამში ჯგუფურ ეტაპს დადებითად ვაფასებ. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო უკეთესი შედეგის დაფიქსირება, მაგრამ მერვედფინალში გასვლა დადებითად უნდა შეფასდეს.“

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 10 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა. პირველ ადგილზე კი 13 ქულით „ჩელსი“ გავიდა. ასევე გეტყვით, „როსონერი“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მერვედფინალში 9-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზლატანი: სად არიან ახლა ის ჟურნალისტები? ქარიმს უკანალაზე კოცნიან
ზლატანი: სად არიან ახლა ის ჟურნალისტები? ქარიმს უკანალაზე კოცნიან