ლეხმა ვილიარეალს მოუგო - კვეკვესკირი და წიტაიშვილი პლეი-ოფში არიან
კონფერენს ლიგის დასკვნით ტურში პოზნანის „ლეხმა“ „ვილიარეალს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა.
გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება ესპანეთში უხვგოლიანი გამოდგა და „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ გამარჯვებით 4:3 დასრულდა.
პოლონურმა კლუბმა უმოტივაციოდ მყოფ პირველადგილოსან „ვილიარეალს“ საკუთარ კედლებში მოუგო და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.
რაც შეეხება ქართველ ლეგიონერებს, ნიკა კვეკვესკირი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და 91-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი წიტაიშვილი კი თადარიგში დარჩა.
ამრიგად, „ლეხმა“ ჯგუფში 9 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილი დაიკავა.