გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

Opta Analyst: ჩაკვეტაძე კონფერენს ლიგის ყველაზე სახიფათო მოთამაშეა

Opta Analyst-მა საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა. კონფერენს ლიგის საუკეთესო 10 მოთამაშე - ფეხბურთელები, რომლებიც თამაშს ყველაზე მეტად ამწვავებენ. აღნიშნულ ათეულში „სლოვანის“ ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდა. მან ჯგუფურ ეტაპზე 505 წუთი ითამაშა. სტატისტიკის მიხედვით, 7-ჯერ დაარტყა, 15-ჯერ თანაგუნდელი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, ხოლო კიდევ 15-ჯერ სახიფათო მომენტის შექმნაში მონაწილეობა მიიღო. მას 37 ბალი დაუწერეს, აღნიშნულ ათეულში პირველ ადგილზეა.

გარდა ამისა, Sofascore-მა საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით კონეფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საკვანძო გადაცემების საშუალო მაჩვენებლით გიორგი ჩაკვეტაძე პირველ ადგილზეა, საშუალოდ ერთ შეხვედრაში 3,2 საკვანძო პასს ასრულებდა. მეორე პოზიციას კრისტიანო ბირაგი და დავიდ იურაშეკი იკავებენ, ორივე მოთამაშე საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2,6 საგოლე გადაცემას ასრულებდა.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით გიორგი ჩაკვეტაძემ 24 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 7 საგოლე პასია (4  - კონფერენს ლიგაზე, 2 - სლოვაკეთის ჩემპიონატი, 1 - ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მე შევაჩერებ ხვიჩას“ - გასპერინის ოპტიმისტური მოლოდინი
„მე შევაჩერებ ხვიჩას“ - გასპერინის ოპტიმისტური მოლოდინი