დავით ქირია
Aa
Aa

3 დეკემბერს იბრძოლებს - ქირიას მეტოქე ცნობილია

მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, დავით ქირია მესამე ბრძოლას გამართავს. ქართველი კიკბოქსერის მეტოქე იოჰანეს ბაასი იქნება. ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება გერმანიაში კონკრეტულად კი ფრანკფურტში Mix Fight Championship-ის ეგიდით გაიმართება. ქართულ გერმანული ბრძოლა Main Card-ზე გადანაწილდა.

ცნობისთვის, 34 წლის ქართველმა 2022 წელს 2 ბრძოლა გამართა და სამწუხაროდ ორივეჯერ დამარცხდა.  28 იანვარს, მსოფლიო გრან პრის ნახევარფინალში ქირია ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, სიტიჩაის დაუპირისპირდა.

მათი დაპირისპირება ღონისძიების მთავარი მოვლენად მიიჩნეოდა. სამწუხაროდ, გამარჯვება ტაილანდელ მებრძოლს დარჩა. ტაილანდელთან მარცხს მაროკოელ მუჰამედ ბაუტასაასთან მარცხი მოჰყვა, რომელიც 20 მაისს გაიმართა.

ასევე გეტყვით, ქართველმა კიკბოქსიორმა კარიერაში 56-ე შეხვედრა გამართა. მის აქტივში 36 გამარჯვებაა, მათ შორის 17 შეხვედრა ნოკაუტით მოიგო. რაც შეეხება 20 მარცხს, ქირიას ორ შეხვედრაში ნოკაუტით სძლიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოხარული ვარ, რომ პსჟ არ შეგვხვდა“ - სპალეტიმ წილისყრა შეაფასა
„მოხარული ვარ, რომ პსჟ არ შეგვხვდა“ - სპალეტიმ წილისყრა შეაფასა