ლუკა გუგეშაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ნიკა კვეკვესკირი
Aa
Aa

ლეხი სკანდინავიურ კლუბს შეხვდება - კონფერენს ლიგის წილისყრის შედეგები

UEFA-ს კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში პოზნანის „ლეხი“, რომლის შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილი და ნიკა კვეკვესკირი თამაშობენ, ნორვეგიულ „ბოდო-გლიმტს“ შეხვდება.

ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ გიორგი ჩაკვეტაძის ყოფილ კლუბს, „გენტს“ დაუპირისპირდება.

წილისყრის შედეგები ასეთია:

ყარაბაღი - გენტი

ტრაბზონი - ბაზელი

ლაციო - კლუჟი

ბოდო/გლიმტი - ლეხი

ბრაგა - ფიორენტინა

ლარნაკას აეკ - დნიპრო-1

შერიფი - პარტიზანი

ლუდოგორეცი - ანდერლეხტი

1/16-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 16 თებერვალს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი - 23 თებერვალს.

გამომდინარე იქიდან, რომ ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი „სლოვანი“ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილზე გავიდა, ფლეი-ოფის ამ სტადიას გამოტოვებს და გათამაშებაში მერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთვება. შეგახსენებთ, „სლოვანში“ სამი ქართველი თამაშობს: გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ჩაკვეტაძე.

კონფერენსლიგის მერვედფინალში შემდეგი გუნდები ითამაშებენ: ვესტ ჰემი, ბაშაკშეჰირი, დიურგარდენი, სლოვანი, სივასპორი, ალკმაარი, ნიცა, ვილიარეალი. აღნიშნულმა კლუბებმა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავეს.

კონფერენს ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალი 2023 წლის 7 ივნისს, პრაღაში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა აინტრახტის წინააღმდეგ - პსჟ ბაიერნს დაუპირისპირდება
ხვიჩა აინტრახტის წინააღმდეგ - პსჟ ბაიერნს დაუპირისპირდება