საქართველოს ძალოსანთა ნაკრები, ფარეს ელბახი
Aa
Aa

კატარელი ოლიმპიური ჩემპიონი მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოში ემზადება

ცნობილი კატარელი ძალოსანი და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ფარეს ელბახი მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოში ემზადება.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმმა, გიორგი ჭინჭარაულმა სოციალურ ქსელში ელბახის ვიდეო გაავრცელა, სადაც 24 წლის ძალოსანი ბაკურიანში, საქართველოს ძალოსანთა ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს.

ცნობისთვის, ფარეს ელბახი ანტონ პლესნოის წონაში ასპარეზობს და ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ამასთან, მან აღნიშნულ წონაში ორჭიდის ჯამში 402 კილოგრამი ასწია და ახალი ოლიმპიური რეკორდი დაამყარა. 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ანტონ პლესნოი კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი 5-16 დეკემბერს კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
23-წლამდე ძალოსანთა ევროპირველობა: ერთი ჩემპიონი და 4 მედალი
23-წლამდე ძალოსანთა ევროპირველობა: ერთი ჩემპიონი და 4 მედალი