ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ბასილაშვილი რუანის ჩელენჯერზე ითამაშებს - პირველი მეტოქე ცნობილია

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ რუანის ჩელენჯერზე მიიღებს მონაწილეობას.

დღეს ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე გაირკვა. ნიკა საწყის შეხვედრაში ფრანგ ანტუან ჰოანგს შეხვდება, რომელიც ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო მატჩის მოგების შემდეგ აღმოჩნდა.

ფრანგი ჩოგბურთელი ATP-ის რეიტინგში 380-ე პოზიციაზე იმყოფება და აღნიშნული დაპირისპირება ჩოგბურთელებისთვის ისტორიაში პირველი იქნება. მატჩი ხვალ, საქართველოს დროით 13:00 საათიდან არის დაგეგმილი.

ცნობისთვის, ბასილაშვილი ბოლოს პარიზის მასტერსზე წარდგა და გათამაშებას მეორე წრეში, იტალიელ ლორენცო მუსეტისთან დამარცხდა, მანამდე კი ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი კუენტინ ჰალისი გამოთიშა ასპარეზობას.

ნიკა ATP-ის რეიტინგში 96-ე პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი ერთ საათში - ბასილაშვილმა მედვედევთან წააგო
მარცხი ერთ საათში - ბასილაშვილმა მედვედევთან წააგო