ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

დამაჯერებლად - ბასილაშვილმა ჩელენჯერზე ენტონის მოუგო

დღეს, რუანის ჩელენჯერზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგის 380-ე ნომერს ენტონი ჰოანგს დაუპირისპირდა. „ჩვენებურმა“ სამ სეტში 7:6 4:6 6:2 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც კიდევ ერთ ფრანგ ჩოგბურთელს მატიას ბურგის შეხვდება.

პირველი სეტი ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობით წარიმართა. ნიკოლოზმა ბრეიკი მეოთხე გეიმში შეასრულა და კომფორტული სიტუაცია შეიქმნა, თუმცა მეცხრე გეიმში ფრანგმა ბასილაშვილის ჩაწოდება მოიგო და წონასწორობა აღადგინა. პირველი სეტის გამარჯვებული ტაი-ბრეიკზე გაირკვა, სადაც „ჩვენებურმა“ 7:5 გაიმარჯვა.

მეორე სეტში შედარებით აქტიური ენტონი იყო, თუმცა საწყის გეიმებში ბრეიკი ნიკოლოზმა შეასრულა. ბასილაშვილი 2:0-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ თავისი ზედიზედ ორი ჩაწოდება დათმო და სეტიც ლოგიკურად ფრანგის სასარგებლოდ 6:4 დასრულდა.

მესამე სეტში, საქართველოს პირველმა ნომერმა ძალები მოიკრიბა და ყველაფერი იდეალურად გააკეთა. იმ დროს, როდესაც ანგარიში 2:1 იყო, ბასილაშვილმა ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა. შემდეგ თავისი ჩაწოდებაც მოიგო და 4:1 დააფიქსირა. ნიკოლოზმა კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა, მატჩზე აწვდიდა, თუმცა დაბრეიკდა. ენტონის ენერგია აღარ იყო, ბასილამ ბრეიკი შეასრულა და მატჩი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შემაჯამებელ ტურნირს გამოტოვებს - ალკარასი ტრავმირებულია
შემაჯამებელ ტურნირს გამოტოვებს - ალკარასი ტრავმირებულია