სანდრო მამუკელაშვილი, გიორგი ბეჟანიშვილი
Aa
Aa

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი - სანდრო მამუკელაშვილის 18 ქულა G ლიგაში

NBA-ის განვითარების ლიგაში „ვისკონსინ ჰერდმა“ „მოტორ სიტი“ 137:112 დაამარცხა. „მილუოკი ბაქსის“ სარეზერვო გუნდში სანდრო მამუკელაშვილი გამორჩეული მატჩი ჩაატარა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

აღსანიშნავია ,რომ ქართველი კალათბურთელი გამარჯვებულთა სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა პარკეტზე 32 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 18 ქულა, 11 მოხსნა და  7 ასისტი შეასრულა.

სანდრომ როგორ ყოველთვის ლამაზი და ეფექტური თამაში შემოგვთავაზა და მისი მომენტები სოციალურ ქსელში გამოარჩიეს.

განვითარების ლიგის აღმოსავლეთ დივიზიონში გიორგი ბეჟანიშვილის „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსმა“ „კაპიტალ სიტისთან“ 145:123 დამარცხდა. დამარცხებულთა რიგებში ქართველმა კალათბურთელმა 26 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 4 ქულა, 4 ასისტი  და 4 მოხსნაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“შენგელია ერთ-ერთი საუკეთესოა“ - პოცეკო საქართველოს დამარცხების შემდეგ
“შენგელია ერთ-ერთი საუკეთესოა“ - პოცეკო საქართველოს დამარცხების შემდეგ