აშშ-ს ჰეგემონია დასრულდა - ესპანეთი ფიბას რეიტინგის ახალი ლიდერია
Aa
Aa

აშშ-ს ჰეგემონია დასრულდა - ესპანეთი ფიბას რეიტინგის ახალი ლიდერია

FIBA-მ საკალათბურთო ნაკრებების რეიტინგი განაახლა და ისტორიული ფაქტის მომსწრენი გავხდით. ბოლო მონაცემებით, პირველ ადგილზე ესპანეთის ეროვნული გუნდი იმყოფება, რომელსაც 758.6 ქულა აქვს. „ფურია როხამ“ აშშ-ს ნაკრების ჰეგემონია დაამხო, რომელიც რეიტინგის ლიდერი 12 წლის განმავლობაში იყო.

„ესპანეთის წარმატება ბოლო წლებში გამართულ ყველა ტურნირზე ნაჩვენებმა სტაბილურობამ განაპირობა. ფურია როხამ 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და 2022-ში იგივე გააკეთა. ტოკიოს ოლიმპიადაზე ესპანეთი მეოთხედფინალში გავიდა, საკვალიფიკაციო ეტაპებზე დაფიქსირებულმა შედეგებმა კი დამატებითი ქულები მოუტანა“, - წერს FIBA.

საქართველოს ნაკრებს რაც შეეხება, ილიას ზუროსის გუნდს ცვლილებები არ შეხებია. საქართველოს 351.9 ქულა აქვს და კვლავინდებურად 32-ე ადგილზე იმყოფება. ჩვენ წინ მექსიკაა, ხოლო 33-ე ისრაელის ეროვნული ნაკრები გახლავთ.

როგორ გამოიყურება ტოპ 10

ესპანეთი - 758.6

აშშ - 757.5

ავსტრალია - 740.3

არგენტინა - 734.3

საფრანგეთი - 715.0

სერბეთი - 710.9

სლოვენია - 704.3

ლიეტუვა - 669.5

საბერძნეთი - 665.9

იტალია - 646.6

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები