დავით ქირია
Aa
Aa

ნოკაუტი მეორე რაუნდში - დავით ქირიამ პინოლო დაამარცხა

მარსელის სპორტის სასახლეში  Night of Champions 29-ის მიერ ორგანიზებული ბრძოლები გაიმართა, სადაც მონაწილეობა დავით ქირიამაც მიიღო.

შაბათს დაგეგმილ ღონისძიებას გულშემატკივრებმა ორი მთავარი დაპირისპირება იხილეს. -65 კგ კატეგორიაში, საჩემპიონო ქამარი ედი ნაით სლიმანმა მაროკოული ფესვების მქონე ესპანელი ანას აჰმიდუჩი დაამარცხა.

ამის პარალელურად კი ქართველი კიკბოქსერი ასპარეზობდა. ქირია ქამრისთვის -71.8 კგ კატეგორიაში მიქაელ პინოლოს დაუპირისპირდა. ბრძოლა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. დავითმა მეტოქე მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მორიგ ტიტულს დაეუფლა.

გამარჯვების შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა, „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, დავით ქირია მორიგ ბრძოლას გამართავს. მისი მოწინააღმდეგე იოჰანეს ბაასი იქნება. ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება გერმანიაში კონკრეტულად კი ფრანკფურტში Mix Fight Championship-ის ეგიდით გაიმართება. ქართულ გერმანული ბრძოლა Main Card-ზე გადანაწილდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 19 ქულა - ტენერიფემ ვალენსიას მოუგო
შერმადინის 19 ქულა - ტენერიფემ ვალენსიას მოუგო