ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

„ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“ - ჯოკოვიჩის ტრიუმფი შემაჯამებელ ტურნირზე

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ATP-ის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო. სერბმა ჩოგბურთელმა ფინალური დაპირისპირება კასპერ რუდის წინააღმდეგ გამართა და მეტოქეს 2 სეტში, 7:5, 6:3 სძლია. „ნოლემ“ აღნიშნული გათამაშება 2015 წლის შემდეგ პირველად მოიგო, კარიერაში კი ეს მეექვსედ გააკეთა, რითიც რეკორდის მფლობელ როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა.

ჯოკოვიჩმა ATP-ის შემაჯამებელი ტურნირი წაუგებლად დაასრულა და მსგავსი რამ აქამდე 3-ჯერ გაუკეთებია - 2012, 2013 და 2014 წლებში. საინტერესოა, რომ დიდი სლემის 21-გზის ტრიუმფატორმა სარეკორდო თანხა, 4 740 300 აშშ დოლარი გამოიმუშავა.

„ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ალბათ, ათასჯერ მისაუბრია ამ სეზონზე და რამდენად განსხვავებულია ის. ასე რომ, არ გავიმეორებ იმას, რაც ყველა ჩოგბურთელმა იცის. თუ შექმნილ ვითარებას გავითვალისწინებთ და იმას, ჩემს გუნდსა და ოჯახს რის გამოვლა მოუწიათ, შემიძლია, ვთქვა, რომ ეს გამარჯვება ბევრად მნიშვნელოვანია. საოცარი ფინიში იყო და უკეთეს სცენარზე ვერ ვიოცნებებდი. კვლავინდებურად მოტივირებული და შთაგონებული ვარ, რომ ჩოგბურთი უმაღლეს დონეზე ვითამაშო და მიხარია, რომ ავსტრალიაში ჩასვლა და ღია პირველობაზე თამაში შემეძლება“, - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

სხვათა შორის, ჯოკოვიჩს კარიერულად 165 მილიონი აშშ დოლარი აქვს გამომუშავებული, რაც საჩოგბურთო სამყაროში საუკეთესო შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიფამ ინგლისს ცისარტყელას ფერი სამკლავურებით თამაში აუკრძალა
ფიფამ ინგლისს ცისარტყელას ფერი სამკლავურებით თამაში აუკრძალა