კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 50 000 ევრო - რონალდუ დასაჯეს

მიმდინარე წლის აპრილში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ევერტონთან“ 0:1 დამარცხდა, თუმცა ყველაზე უარესი ეს არ ყოფილა. მატჩის დასრულების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუ გასახდელისკენ მიდიოდა, რა დროსაც პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს პატარა გულშემატკივარმა სურათის გადაღება სთხოვა.

ქომაგმა რონალდუს თავისი ტელეფონი გაუწოდა. ამ ფაქტმა ისედაც გაღიზიანებული ფეხბურთელი კიდევ უფრო მეტად გააღიზიანა. ტელეფონი გამოართვა და დაამტვრია. ამ ფაქტის შემდეგ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გამოძიება დაიწყო.

დღეს, ავტორიტეტული გამოცემა GOAL წერს, რომ სადისციპლინო კომიტეტმა ვერდიქტი გამოიტანა. ვეტერანი შემტევი 50 000 ევროთი და 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუმ გუშინ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ოფიციალურად დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს 5 ოქროს ბურთის მფლობელი კარიერას, მაგრამ თუ ის რომელიმე პრემიერ ლიგის გუნდში გადავა უახლოეს ორ ტურს აუცილებლად გამოტოვებს.

ცნობისთვის, ამჟამად რონალდუ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად კატარში იმყოფება და მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურისთვის ემზადება, სადაც პორტუგალია 24 ნოემბერს განას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოდრიჩის რეკორდი - მაროკო-ხორვატიის უგოლო და მოსაწყენი თამაში
მოდრიჩის რეკორდი - მაროკო-ხორვატიის უგოლო და მოსაწყენი თამაში