კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

242 მილიონი 2 სეზონში - რონალდუ შესაძლოა საუდის არაბეთში წავიდეს

კრიშტიანუ რონალდუს „იუნაიტედიდან“ წასვლის ამბავზე მუნდიალის პარალელურად მთელი საფეხბურთო სამყარო საუბრობს. პორტუგალიელმა „მანჩესტერი“ უკვე ოფიციალურად დატოვა და თან არც ისე ლამაზი ფორმით.

ამჯერად ყველას აინტერესებს, თუ სად გააგრძელებს კარიერას „რონი“.

Marca-ს ცნობით, რონალდუმ შესაძლოა ევროპა დატოვოს და კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს.

წყაროს ცნობით, საუდის არაბეთის „ალ-ნასრს“ რონალდუს გაფორმება სურს.

„ალ ნასრი“ რონალდუს შეძენას უკვე მეორედ ცდილობს. პირველად ეს მათ ზაფხულში გააკეთეს, როცა ჯამში პორტუგალიელის ტრანსფერში 250-275 მილიონ ევროს იხდიდნენ.

ამჟამინდელი შემოთავაზება ზაფხულის შეთავაზებასთან ახლოს არის - 242 მილიონი ორ სეზონში, ირწმუნება Marca.

როგორც ესპანური გამოცემა წერს, რონალდუ ამჟამად მზადაა წინადადება მოისმინოს. ზაფხულისგან განსხვავებით კრიშტიანუმ პოზიცია შეარბილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟუნინიო: ნეიმარმა სიღარიბის ზღვარზე მყოფ 150 მილიონ ბრაზილიელს უღალატა
ჟუნინიო: ნეიმარმა სიღარიბის ზღვარზე მყოფ 150 მილიონ ბრაზილიელს უღალატა