კატარი 2022
Aa
Aa

მფრინავი ესპანეთი - ფურია როხამ მუნდიალზე 2 რეკორდი დაამყარა

ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე დამაჯერებლად დაიწყო და კოსტა-რიკას 7:0 მოუგო. გარდა იმისა, რომ ეს მოგება ისტორიული იყო, „ფურია როხამ“ მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ბურთის ფლობის რეკორდიც დაამყარა.

ესპანეთის ბურთის ფლობის პროცენტი 81,7% იყო. ეს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო შედეგია. მანამდე რეკორდი არგენტინის ნაკრებს ეკუთვნოდა. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საბერძნეთთან მატჩში არგენტინელებს ბურთის სათამაშო დროის 80.3% ეჭირათ. ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზეა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი რუსეთისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის. მაშინ ესპანელები ბურთს მატჩის 78,9% აკონტროლებდნენ.

გარდა ამისა, ესპანეთის ნაკრებმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. მუნდიალების ისტორიაში „ფურია როხა“ პირველი ნაკრები გახდა, რომელმაც ძირითად 90 წუთში 1000-ზე მეტი პასი გააკეთა, რომელთაგან 976 ზუსტი იყო, რაც ასევე რეკორდია.

პლუს ამას, ესპანელებმა კოსტა-რიკას კარში ზუსტად დარტყმის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც მათ თავიანთი ანტირეკორდი გაამეორებინეს, რომელიც 1990 წელს დააფიქსირეს. ისტორიაში ასეთი შემთხვევა მხოლოდ ორია და ორივე კოსტა-რიკელებს ეკუთვნით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“შეხედეთ რა ქნეს ზიულემ და გორეცკამ“ - შვაინშტაიგერი ძალიან გაბრაზდა
“შეხედეთ რა ქნეს ზიულემ და გორეცკამ“ - შვაინშტაიგერი ძალიან გაბრაზდა