ბელგია, რობერტო მარტინესი
Aa
Aa

“კანადა უკეთესი იყო“ - რობერტო მარტინესი გამარჯვების შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ბელგიამ კანადას მძიმე ბრძოლაში 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი მიჩი ბაჩუაის ანგარიშზეა. მატჩის დასრულების შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა მარტინესმა?

„ძალიან რთული თამაში გამოვიდა. კანადა ჩვენზე უკეთესი იყო იმაშიც, რისი გაკეთებაც გვინდოდა. კანადა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმოუდგენელი ზეიმით და დიდი ემოციით ჩამოვიდა. ამას ველოდებოდით. ჩვენს მოწინააღმდეგეს უმაღლესი ტემპი და ინტენსივობა ჰქონდა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჩვენი თამაშის სხვა მხარეც უნდა გვეჩვენებინა. გახარებული ვარ, რადგან გამარჯვების მოპოვება ხასიათის სიმტკიცით და გამოცდილებით მოვახერხეთ. ასევე იყო ბევრი ელემენტი. ერთ-ერთი მათგანი ტიბო კურტუას პენალტის მოგერიებაა. ასეთ მატჩში უფრო მნიშვნელოვანია გამარჯვება, ვიდრე მაშინ, როდესაც კარგად თამაშობ.“

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრები ჯგუფში კანადის გარდა ხორვატიასთან და კამერუნთან ერთად არის. შემდეგ მატჩს ბელგია მაროკოს წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 27 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“თავგადასავალი იწყება“ - რონალდუ განასთან მატჩის წინ
“თავგადასავალი იწყება“ - რონალდუ განასთან მატჩის წინ