კევინ დე ბრუინი, ბელგიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„რატომ მე?“ - დე ბრუინი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელობას არ ელოდა

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფის პირველ ტურში ბელგიის ნაკრებმა კანადა მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი მატჩის 44-ე წუთზე მიტჩი ბატჩუაიმ გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო. იმის მიუხედავად, რომ ბატჩუაის გოლი გამარჯვების აღმოჩნდა, ორგანიზატორებმა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად კევინ დე ბრუინი დაასახელეს, რამაც 30 წლის ნახევარმცველის გაკვირვება გამოიწვია.

რა თქვა დე ბრუინიმ მატჩის შემდეგ:

არ ვფიქრობ, რომ კარგი მატჩი მქონდა. არ მესმის, რატომ მომცეს ჯილდო. შესაძლოა, სახელის გამო?

ამ გამარჯვებით ბელგიის ნაკრები F ჯგუფში 3 ქულით გალიდერდა. რობერტო მარტინესის გუნდს მომდევნო მატჩი 27 ნოემბერს, მაროკოს წინააღმდეგ ელის.

ბელგია 1:0 კანადა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კანადა უკეთესი იყო“ - რობერტო მარტინესი გამარჯვების შემდეგ
“კანადა უკეთესი იყო“ - რობერტო მარტინესი გამარჯვების შემდეგ