ფერნანდუ სანტუში, პორტუგალიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ჩემპიონობისთვის ყველაფერი გვაქვს“ - სანტუში შანსებს აფასებს

პორტუგალიის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ფერნანდუ სანტუში მუნდიალზე თავისი გუნდის შანსებს აფასებს და ამბობს, რომ ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.

რა თქვა სანტუშმა:

ეს არის ჩვენი ოცნებაც და მიზანიც. ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რომ ტურნირზე ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ. ეს არ არის ამპარტავნება, ესაა ნდობა საკუთარი შესაძლებლობების, გუნდის ხარისხის და იმ სამუშაოსი, რომელიც აქამდე შესრულდა.

ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ გუნდი ყველა მატჩში დინამიურად და შემოქმედებითად ითამაშებს. ტურნირიდან ტურნირამდე იცვლება მწვრთნელის განკარგულებაში მყოფი მოთამაშეების მახასიათებლები და ეს სამუშაოს უფრო საინტერესოს ხდის.

ღამით მშვიდად მძინავს, რადგან ვიცი, რომ ყველაფერი კარგადაა. ფეხბურთელები მენდობიან და ახლა ჩემზეა დამოკიდებული, რომ მათ თავი კომფორტულად იგრძნონ, კარგი თამაშები ჩაატარონ და გაიმარჯვონ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას დღეს, საქართველოს დროით 20:00 საათზე განას ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“თავგადასავალი იწყება“ - რონალდუ განასთან მატჩის წინ
“თავგადასავალი იწყება“ - რონალდუ განასთან მატჩის წინ