კილიან მბაპე, ნეიმარი, დანი ალვეში
Aa
Aa

ალვეში: მბაპე ფენომენია, მაგრამ ნეიმარსა და მესის პასები უნდა მისცეს

დანი ალვეშის აზრით, ლიონელ მესი და ნეიმარი კილიან მბაპეზე ძლიერები არიან.

„მბაპე არის ფენომენი, რომელსაც ჯერ არ გაუცნობიერებია, რომ შეტევაში მის გვერდით უფრო ფენომენალური ფეხბურთელები თამაშობენ. ნეიმარი და მესი უნიკალურები არიან. ისინი ხედავენ და აკეთებენ იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ და ვერ აკეთებენ.

დიდმა მოთამაშემ ყოველთვის უნდა იცოდეს და გაიგოს, ვისთან ერთად გადის მოედანზე. თანაგუნდელები თვისებების კიდევ უფრო უკეთ გამოვლენაში გვეხმარებიან.

თქვენ უნდა იმოქმედოთ ჭკვიანურად, რომ ნეიმარისა და მესის პოტენციალი გამოიყენოთ. ეს ორი გენიოსია. ვფიქრობ, ცუდად არ ვთამაშობ, მაგრამ ლეოსთან რომ ვთამაშობდი ბურთს ყოველთვის მას ვაძლევდი, ნეისთან თამაშისას ასევე იმავეს ვაკეთებდი.

მბაპემ მესის და ნეიმარს პასები რომ გაუკეთოს, პსჟ 150 გოლს გაიტანდა“,

- განაცხადა ალვეშმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ - მესის არგენტინაში აკრიტიკებენ
ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ - მესის არგენტინაში აკრიტიკებენ