შვეიცარიის ფეხბურთელთა ნაკრები, მურატ იაკინი
Aa
Aa

იაკინი: შვეიცარიის ისტორიაში საუკეთესო გუნდი ვართ

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის პირველ მატჩში შვეიცარიის ნაკრებმა კამერუნი ემბოლოს გოლით მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, შვეიცარიელთა მთავარმა მწვრთნელმა, მურატ იაკინმა განვლილი მატჩი შეაფასა და მუნდიალზე თავისი გუნდის შანსებზე ისაუბრა.

რა თქვა იაკინმა:

ვფიქრობ, შვეიცარიის ისტორიაში საუკეთესო გუნდი ვართ. გვყავს ფანტასტიკური ფეხბურთელები, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ და დარწმუნებული ვარ, საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი გვექნება.

გვყავს შესანიშნავი გუნდი დიდი გუნდური სულისკვეთებით, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. საფეხბურთო თვალსაზრისით საგრძნობლად გავუმჯობესდით და ახლა გვინდა ისტორიაში შევიდეთ.

შვეიცარია 1:0 კამერუნი

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ნაკრები მომდევნო შეხვედრას 28 ნოემბერს, ბრაზილიის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
110 დღე ველოსიპედით იარა, მაგრამ One Love წარწერის გამო სტადიონზე არ შეუშვეს
110 დღე ველოსიპედით იარა, მაგრამ One Love წარწერის გამო სტადიონზე არ შეუშვეს