კატარი 2022
Aa
Aa

უგოლო ფრე - ურუგვაისა და სამხრეთ კორეის უღიმღამო მატჩი

მსოფლიო ჩემპიონატი ნელ-ნელა ხურდება. დღეს H ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ურუგვაი სამხრეთ კორეას დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა დაძაბული და ჩაკეტილი გამოდგა. მომენტები თითქმის არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ინდივიდუალურ გამონათებას და ნახევრადმომენტს.

მეორე ტაიმში ურუგვაის დაწინაურება შეეძლო, როცა ფედე ვალვერდემ შორიდან გაისროლა და ბურთი ძელს მოხვდა. სულ ეს იყო.

საბოლოოდ, ლოგიკური ფრე ვიხილეთ. მატჩი, რომელშიც არცერთი ზუსტი დარტყმა არ შესრულებულა. თუმცა, ორივე გუნდი მერვედფინალში მოხვედრის კარგ შანსებს ინარჩუნებს.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში პორტუგალია განას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კენჭისყრა გააყალბეს“ - მორიგი სკანდალი რუსეთისა და კატარის მუნდიალებზე
„კენჭისყრა გააყალბეს“ - მორიგი სკანდალი რუსეთისა და კატარის მუნდიალებზე