კატარი 2022
Aa
Aa

ანტირეკორდების მუნდიალი - დღეს კატარში 2 არასასიამოვნო რეკორდი დამყარდა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჯერჯერობით მხოლოდ სენსაციებითა და ანტირეკორდებით გამოირჩევა.

პირველ ტურში არგენტინისა და გერმანიის სენსაციური მარცხების ფონზე, კატარში რამდენიმე ანტირეკორდიც ვიხილეთ. კერძოდ, ჯგუფურ ეტაპზე მშრალი მატჩების ანტირეკორდი დამყარდა - 4 შეხვედრა 0:0 დასრულდა.

დანია - ტუნისი, მექსიკა - პოლონეთი, მაროკო - ხორვატია, ურუგვაი - სამხრეთ კორეა გოლების გარეშე. მსგავსი რამ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ჯგუფურ ეტაპზე აქამდე არ მომხდარა.

21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი მშრალი მატჩი მთლიან ტურნირზე 2010 წელს დაფიქსირდა - 6-ჯერ. 2006 და 2014 წლებში 5 ასეთი თამაში იყო, 2002 წელს - 2, 2018 წელს - 1.

დღეს ასევე კიდევ ერთი ანტირეკორდი ვიხილეთ. ურუგვაისა და სამხრეთ კორეის შეხვედრაში ვერცერთმა გუნდმა კარში ზუსტად ვერ დაარტყა.

Gracenote Sports-ის ცნობით, 21-ე საუკუნეში მსოფლიო ჩემპიონატზე ზუსტი დარტყმის გარეშე დღემდე არცერთი მატჩი არ იყო გამართული.

იმედი დავიტოვოთ, რომ კატარის მუნდიალი ნელ-ნელა ტემპს მოუმატებს და მაყურებელი სანახაობას იხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟუნინიო: ნეიმარმა სიღარიბის ზღვარზე მყოფ 150 მილიონ ბრაზილიელს უღალატა
ჟუნინიო: ნეიმარმა სიღარიბის ზღვარზე მყოფ 150 მილიონ ბრაზილიელს უღალატა