კატარი 2022
Aa
Aa

5-გოლიანი მატჩი, რონალდუს რეკორდი და პორტუგალიის გამარჯვება განასთან

H ჯგუფში პორტუგალიის ნაკრებმა განას საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო ბრძოლაში 3:2 მოუგო.

შეხვედრის პირველი 60 წუთი უღიმღამო და მოსაწყენი იყო, თუმცა ბოლო ნახევარ საათში მაყურებელმა 5 გოლი იხილა.

65-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი მოინადირა და თავადვე გაიტანა, რის შემდეგაც ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც 5 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო გატანა.

ამის შემდეგ, განა ანგარიში გაათანაბრა. გოლის ავტორი ანდრე აიუ გახდა.

განელებმა ინდივიდუალურ შეცდომებს უმატეს და მალევე ჟოაო ფელიქსმა პორტუგალია ისევ დააწინაურა. ეს 78-ე წუთზე მოხდა. აქედან 2 წუთში კი რაფაელ ლეაომ მესამეც შეაგდო.

89-ე წუთზე ბუკარიმ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და განას გათანაბრების შანსიც ჰქონდა. დამატებულ მე-9 წუთზე ინაკი უილიამსმა მეკარეს ბურთი მოულოდნელად აართვა და ფეხი დაუცდა. რომ არა ეს უიღბლობა მატჩი ალბათ 3:3 დასრულდებოდა.

ამრიგად. ჯგუფს 3 ქულით პორტუგალია ლიდერობს. ურუგვაის და სამხრეთ კორეას 1-1 ქულა აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანტირეკორდების მუნდიალი - დღეს კატარში 2 არასასიამოვნო რეკორდი დამყარდა
ანტირეკორდების მუნდიალი - დღეს კატარში 2 არასასიამოვნო რეკორდი დამყარდა