ინაკი უილიამსი
Aa
Aa

ინაკი უილიამსი: „ვფიქრობ, პენალტი არ ყოფილა“

განის ნაკრების ფეხბურთელმა, ინაკი უილიამსმა პორტუგალიასთან გამართულ მატჩზე ისაუბრა. უილიამსმა პენალტის ეპიზოდზე გააკეთა კომენტარი და დასძინა, რომ „შავი ვარსკვლავებისთვის“ დასრულებული ჯერ არაფერი არაა.

„ჩვენი მეტოქე პორტუგალიის დონის გუნდი იყო და ძალიან ბევრი გავუშვით, რათა სასურველი შედეგი დაგვეფიქსირებინა. მთელი ჩემი გუნდით ვამაყობ და ვერავინ იფიქრებდა, რომ მატჩის ბოლომდე შანსი გვექნებოდა. დასრულებული არაფერია. ორი თამაში დარჩა და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მოედანზე უნდა გავიდეთ და მოვიგოთ. განის ნაკრებში თამაში ჩემი ოჯახის ოცნება იყო და ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ.

პენალტის ეპიზოდს რაც შეეხება, პირადად ჩემთვის, თერთმეტმეტრიანი არ ყოფილა. როცა კრიშტიანუ რონალდუს სტატუსის მქონე ფეხბურთელზეა საუბარი, თუ იგი მოედანზე ეცემა, მსაჯს წესების დარღვევის დაფიქსირება უადვილდება“.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიამ 3:2 მოიგო. ბოლო წამებზე, ინაკი უილიამსს კარგი შანსი ჰქონდა, ანგარიში გაეთანაბრებინა, მაგრამ ფეხი დაუცდა და მიზანს ვერ მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იოახიმ ლიოვი: „მთავარი ფეხბურთია და არა კაპიტნის სამკლავურის ფერი“
იოახიმ ლიოვი: „მთავარი ფეხბურთია და არა კაპიტნის სამკლავურის ფერი“