განის ნაკრების თავკაცი: „ვულოცავ რონალდუს მსაჯის საჩუქრით გატანილ გოლს“
Aa
Aa

განის ნაკრების თავკაცი: „ვულოცავ რონალდუს მსაჯის საჩუქრით გატანილ გოლს“

განის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოტო ადომ პორტუგალიასთან გამართული მატჩი შეაფასა. „შავი ვარსკვლავის“ თავკაცის თქმით, მისი გუნდი სასურველ შედეგთან ახლოს იყო და პენალტის ეპიზოდში შეხვედრის მთავარმა არბიტრმა შეცდომა დაუშვა.

„იმედგაცრუებული ვართ. გოლის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა და ვფიქრობ, თერთმეტმეტრიანის მომენტში, მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამის გამო, ტოპ დონის გუნდის წინააღმდეგ ყველაფერი გართულდა, თუმცა სიმამაცე გამოვიჩინეთ, გაგვიმართლა და 3:3-თანაც ახლოს ვიყავით.

პორტუგალიის მეორე და მესამე გოლებისას შეცდომები დავუშვით და ხაზებს შორის დიდი სივრცე დავტოვეთ, თუმცა უკმაყოფილონი ვართ, რადგან ქულის აღება შეგვეძლო. ბუნებრივია, ჯგუფიდან გასვლის შანსი არ დაგვიკარგავს. სამხრეთ კორეის დამარცხება გვინდა და იმედია, პორტუგალია ურუგვაის მოუგებს. რონალდუს რაც შეეხება, ვულოცავ მსაჯისგან მიღებული განსაკუთრებული საჩუქრით გატანილ გოლს“.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიამ 3:2 მოიგო. ბოლო წამებზე, ინაკი უილიამსს კარგი შანსი ჰქონდა, ანგარიში გაეთანაბრებინა, მაგრამ ფეხი დაუცდა და მიზანს ვერ მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5-გოლიანი მატჩი, რონალდუს რეკორდი და პორტუგალიის გამარჯვება განასთან
5-გოლიანი მატჩი, რონალდუს რეკორდი და პორტუგალიის გამარჯვება განასთან