კატარი 2022
Aa
Aa

კეირუში: რატომ არ ჰკითხავთ საუთგეიტს ინგლისზე, აშშ-ზე და ავღანეთიდან ჯარების გაყვანაზე?

ირანის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლუშ კეირუშმა პრესკონფერენციაზე პრესასთან საუბრისას ჟურნალისტებს კონტრშეკითხვით მიმართა.

კონკრეტულად საუბარია BBC-ის ჟურნალისტზე. კონკრეტულად დაისვა კითხვა ირანში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, რის შემდეგაც პორტუგალიელმა სპეციალისტმა მედიის წარმომადგენელს მიმართა.

„რატომ არ სვამ მსგავს კითხვებს საუთგეიტის მისამართით? შენ მოგმართავ და გთხოვ, საუბრით პატივი დამდო.

ახლა ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, როცა პრესკონფერენცია დასრულდა. როგორ ფიქრობთ, სამართლიანია ასეთი კითხვების დასმა სხვა მწვრთნელებისთვისაც? ეს ერთადერთია რაც მინდა გკითხო.

რატომ არ ეკითხებით სხვა მწვრთნელებს ამის შესახებ? რატომ არ ჰკითხავთ საუთგეიტს, რას ფიქრობს ის ინგლისზე, აშშ-ზე და ავღანეთიდან მათი ჯარების გაყვანაზე?“ -

თქვა განრისხებულმა კეირუშმა.

შეგახსენებთ, რომ ირანის ნაკრების ფეხბურთელებმა ინგლისთან ეროვნული ჰიმნი არ იმღერეს და ეს ქვეყანაში არსებული უსამართლობის გამო გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, როცა ირანში 22 წლის მაჰსა ამინი ჰიჯაბის „არასწორი“ ტარების გამო დააკავეს, სადაც მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა და საავადმყოფოში მოხვედრა მოჰყვა, რაც მისი გარდაცვალებით დასრულდა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლეაუს გააქვს, კვარაცხელია კი სახლშია“ - რას წერენ ქომაგები პორტუგალიის მატჩის შემდეგ
„ლეაუს გააქვს, კვარაცხელია კი სახლშია“ - რას წერენ ქომაგები პორტუგალიის მატჩის შემდეგ