თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

ეფესთანაც გამოირიცხა - შენგელია ისევ ტრავმირებულია

დღეს, ევროლიგის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ საკუთარ მოედანზე „ანადოლუ ეფესს“ დაუპირისპირდება.

იტალიური მედიის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ისევ ვერ ითამაშებს. თორნიკე შენგელიას კოჭის ტრავმა აქვს, რომელიც 17 ნოემბერს, „ვალენსიასთან“ თამაშის წინ მიიღო.

31 წლის კალათბურთელზე სამედიცინო პერსონალის წევრები დაკვირვებას ყოველდღიურად აწარმოებენ და ვარაუდობენ, რომ თოკო პარკეტს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ.

შენგელიამ ბოლოს 15 ნოემბერს, საქართველოსა და იტალიის სანაკრებო შეხვედრაში ითამაშა, რომელშიც ჩვენი გუნდი 2 ქულის სხვაობით, 82:84 დამარცხდა.

ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონიასა“ და „ეფესის“ შეხვედრა საქართველოს დროით 23:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის 15 წუთი - ინდიანა მინესოტასთან დამარცხდა
ბითაძის 15 წუთი - ინდიანა მინესოტასთან დამარცხდა